ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარის“ 29-ე სეზონი იტალიური სპექტაკლით გაიხსნება.
„კურთხეული გაზაფხული“ ჩვენება ხვალ გაიმართება. თბილისი თანამედროვე თეატრისა და ცეკვის გამორჩეულ ევროპელ ხელოვანებს, საერთაშორისო დასებსა და ახალ ქართულ-ევროპულ კო-პროდუქციებს უმასპინძლებს. დაგეგმილია მასტერკლასები და პროფესიული შეხვედრები.
ფესტივალი „საჩუქარი“ 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.