ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გურჯაანში

ქართული კინომუსიკა, კლასიკური კომპოზიციები, საგუნდო და საორკესტრო ნაწარმოებების ახლებური ვერსიები – ხვალ გურჯაანის საერთაშორისო ფესტივალი იხსნება. მონაწილეებს შორის იქნებიან სიმფონიური ორკესტრი, შერეული გუნდი, ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები. სამდღიანი პროგრამა ადგილობრივი კოლექტივების კონცერტებს, მუსიკალურ სპექტაკლსა და გალა-კონცერტს აერთიანებს.

შესრულდება საგუნდო  და საორკესტრო ნაწარმოებების ახლებური ვერსიებიც. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველში მოიწვიეს ცნობილი ესპანელი სოპრანო. სამ დღიანი ფესტივალი 21 ივნისს გალა კონცერტით დაიხურება.