ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გურჯაანში

12:27, 30.11.2025

გურჯაანის ფესტივალი გრძელდება. მეორე დღე კინოსა და მუსიკას მიეძღვნა. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ: ნიკა ნიკვაშვილი – სიმფონიურ ორკესტრთან ერთად; ცნობილი იტალიელი მუსიკოსი, ნელო სალცა; თამარ გვერწითელი და ნატო მეტონიძე. შესრულდა მუსიკალური ნაწარმოებები ქართული და მსოფლიო კინოებიდან.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

მსგავსი