ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმი“ გრძელდება.

ფესტივალი 4 მაისს, მარჯანიშვილის თეატრში, მრავალი საერთაშორისო ნომინაციისა და ჯილდოს მფლობელმა, კუბელმა ვირტუოზმა პიანისტმა, რობერტო ფონსეკამ მუსიკალურ ჯგუფთან ერთად გახსნა. ამჯერად ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი, ნატალია ოსიპოვა ესტუმრება, რომელიც 15 ივნისს, გრიბოედოვის თეატრში, პუბლიკის წინაშე, საპრემიერო პროგრამით „ნატალია ოსიპოვა – ბუნების ძალა“ წარდგება.  წარმოდგენა კლასიკურ და თანამედროვე დადგმებს აერთიანებს.