ხელოვნების მუზეუმს ექსპონატები დაუბრუნდა

12:45, 20.05.2021

ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს 12 ექსპონატი დაუბრუნდა, რომელიც 2010 წლიდან, მუზეუმის ფონდებიდან კულტურის სამინისტროში იყო გადმოტანილი. ამის შესახებ თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, მუზეუმს კიდევ ოთხი ექსპონატი ჩეხეთიდან დაუბრუნდება, რომელიც ასევე მუზეუმიდან გატანილი იქნა. თეა წულუკიანის განცხადებით, აღმოჩენილია დანაკლისიც. სამი ექსპონატი, რომელიც დოკუმენტების მიხედვით დაცული უნდა იყოს სამინისტროში,   ადგილზე არ არის, თუმცა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ნამუშევრები არ დაკარგულა.

მოამბე

მსგავსი