ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება. შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში არსებული ფონდების მდგომარეობის შესასწავლად, საქართველოში იუნესკო-ს ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც ქართველ ექსპერტებთან ერთად იმუშავებენ. თეა წულუკიანმა საზოგადოებას ის ადამიანებიც წარუდგინა, რომლებსაც ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებაში სამინისტრო ნდობას უცხადებს. ესენი არიან:  ნელი კობიაშვილი, გია მარსაგიშვილი და ნიკა ახალბედაშვილი. პროექტი სამ თვეში უნდა წარადგინონ. კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ სტრუქტურულ ცვლილებები შეეხება ეროვნულ მუზეუმს, რომლის ბაზაზე ყალიბდება ოთხი სამუზეუმო ჯგუფი, რომელთა დირექტორებიც კვლავ დავით ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში დარჩებიან.

მოამბე