ხელოვნების მუზეუმის პრობლემები 

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის აღსადგენად, თანხები 2022 წლიდან ეტაპობრივად გამოიყოფა. ეს განცხადება თეა წულუკიანმა დღეს გააკეთა. მუზეუმის შენობის აღდგენის შემდეგ ექსპონატები ისევ უკან იქნება დაბრუნებული. 6 აგვისტომდე სამინისტრო გამოაცხადებს კონკრეტულ სივრცეებს, სადაც დროებით განთავსდება ხელოვნების მუზეუმის ექსპონატები, მათ შორის ოქროს ფონდი. მინისტრის განცხადებით, ექსპონატები შორს ვერ გადაადგილდება და ის ორი სივრცე, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი, ხელოვნების მუზეუმისგან შორს მდებარე სივრცეები არ იქნება.