კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა. ხელოვნების სასახლეში ამიერიდან მე-16 საუკუნის ორი ნახატი „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი „ყვავილები ლარნაკით“ განთავსდება. სამუზეუმო კოლექციების შევსების პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაბრუნებული ნახატები კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ ხელოვნების სასახლის დირექტორთან, გიორგი კალანდიასთან ერთად მოინახულა. კულტურის სამინისტრომ მე-16 საუკუნის უცნობი ვენეციელის ნამუშევარი “ქრისტეს ოთხი მოციქული” იტალიაში, ხოლო მე-17 საუკუნის ნიდერლანდური სკოლის ნიმუში „ლარნაკი ყვავილებით“ ბელგიაში, 2024 წლის ბოლოს შეიძინა. 1921 წლამდე სამივე ნამუშევარი საქართველოში იყო.