„ხელოვანები მშვიდობისთვის“

„ხელოვანები მშვიდობისთვის“, – გორის უნივერსიტეტში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ ტარდება.

ფესტივალში ქართველ ხელოვანებთან ერთად, მონაწილეობენ სტუმრები ოთხი ქვეყნიდან. სამი დღის განმავლობაში ჩატარდება მასტერკლასები. ხელოვანები წაიკითხავენ საჯარო ლექციებს. გაიმართება ფოტოგამოფენები, მუსიკალური ნომრები, მოეწყობა ფილმების ჩვენება და განხილვა. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით ფოტოგრაფიისა და ფოტოხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვივებას, მხატვრობაში ახალი სახეების აღმოჩენას, ახალგაზრდობის ჩართულობას და მათ შემოქმედებით გააქტიურებას.