„ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული“ დაიწყო. გამოფენა წელს მეოთხედ იმართება და 16 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საერთაშორისო კულტურულმა პროექტმა ევროპის მასშტაბით მნიშვნელოვანი და დამსახურებული აღიარება მოიპოვა შემოქმედებითი ინდუსტრიის მიმართულებით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერები თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შემოქმედებითი ევროპის დესკი და საზოგადოებრივი მაუწყებელი არიან.