ხელმოწერების შეგროვების კამპანია

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები კასპში სააკაძის ძეგლთან შეიკრიბნენ და პრეზიდენტობის კანდიდატად დასაფიქსირებლად საკუთარი პოზიცია ხელმოწერით დააფიქსირეს. კასპში შეკრებილ მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილი შეხვდა, ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მხარდაჭერა სთხოვა. კასპში მოსახლეობასთან შეხვედრამდე პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველს გორის ბაზარში შეხვდა.

მოამბე