ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, 2026-2030 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი. დოკუმენტების ხელმოწერამდე მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის, ბავშვთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიმართულებით პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ჯანდაცვის სამინისტროსა და UNICEF-ს შორის გაფორმებული სამოქმედო გეგმების მიზანია, სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა და ერთობლივი პროექტების განხორციელება ბავშვზე ორიენტირებული სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების შემუშავების, სოციალური მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ბავშვთა უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით.