ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა „შერატონში“

ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან – დიპლომატების მონაწილეობით შეხვედრა ამ წუთებში იწყება. სასტუმრო „შერატონში“  შეხვედრის მონაწილეები უკვე იკრიბებიან.

განსახილველი საკითხი საარჩევნო სისტემაა, რაზეც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.