ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა დიპლომატებთან 

დიალოგის მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ შედგება.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაწყებული, თუმცა შეჩერებული მოლაპარაკებების გაგრძელების ალბათობა დღევანდელმა არაფორმალურმა საუზმემ გააჩინა. ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დიპლომატების თანდასწრებით შეხვდნენ. ახლა საინტერესოა, რომელ საარჩევნო მოდელზე მოახერხებენ მხარეები კომპრომისულ შეთანხმებას და მივა თუ არა მეხუთე რაუნდზე ყველა ოპოზიციური პარტია. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო მანდატების გადანაწილების რამდენიმე ახალი ვარიანტი გაჟღერდა.

პრინციპი, რომ პროპორციული სიით 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში კონკრეტულ პარტიას მთავრობის ფორმირების უფლება არ ექნება, ორივე მხარისთვის მისაღებია.