ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი

საერთაშორისო პარტნიორები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის გზების მოძიებას ცდილობენ.

ევროკავშირის ელჩის შემდეგ, არაფორმალური შეხვედრა ამჯერად გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს და მას დიპლომატებიც ესწრებიან. მსგავსი ფორმატის შეხვედრა ბოლო ერთ კვირაში უკვე მესამედ იმართება. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების წინაშე მხარეები სავარაუდოდ, საკუთარ საარჩევნო წინადადებებს წარადგენენ. ოპოზიცია კი, თავის მხრივ, იმ პირობებს დაასახელებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნდება. შესაძლოა, სწორედ დღევანდელი არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გახდეს ცნობილი, არსებობს თუ არა საარჩევნო მოდელზე შეთანხმების შანსი და იქნება თუ არა დიალოგის მეხუთე რაუნდი.

ნათია ქენქაძემ მოისმინა შეხვედრაზე შესვლამდე გაკეთებული განცხადებები.