ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გარდაბანში

ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაბნის მცხოვრებლებს შეხვდნენ. სოფელ მარტყოფში, სააკაძესა და სართიჭალაში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების შესახებ და, თავის მხრივ, ადგილობრივებმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული სიახლეები ადგილობრივებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გააცნო.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პროგრამებში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე და წარმატებული მაგალითების შესახებ ისაუბრა.