ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოს რეგიონში ჩასვლასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხებს პასუხობენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობენ, რომ ეს იყო კერძო ადამიანის ვიზიტი, რომელიც დიდ პატივს სცემს სამეგრელოს.

ბიძინა ივანიშვილის რეგიონში სტუმრობაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს საგარეო უწყების ხელმძღვანელი და განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის ლიდერია, რომელიც დადის რეგიონებში და იქ არსებულ ვითარებას ეცნობა.

კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმაც.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზუგდიდში გუშინ ჩავიდა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. ამასთან, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაშიც იმყოფებოდა.