ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციას   

ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგია უცვლელია.

ხელისუფლების მოწოდების მიუხედავად, ქუჩაში გასული ოპოზიციური პარტიები საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე საპარლამენტო საქმიანობის რეჟიმში დაბრუნებას არ აპირებენ. შექმნილ ვითარებაში ოპოზიციისთვის გამოსავალი ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის ამოქმედებაა, რომელიც მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას, თუმცა ხმების პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს. შეთავაზებულ მოდელს არაკონსტიტუციურად აცხადებს მმართველი გუნდი. ამიტომ ხვალისთვის პარლამენტის პიკეტირების გეგმას ოპოზიციონერი ლიდერები ძალაში ტოვებენ.

ეკა კოპალიანი არკვევდა, არსებობს თუ არა მმართველ პარტიასა და ოპონენეტ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის და კომპრომისის შანსი.