ხელისუფლების შეთავაზება და ოპოზიციის პასუხი

მმართველი გუნდის შეთავაზება ძალაში რჩება – ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია გეგმის გადახედვას არ აპირებს.

პარლამენტმა 31 ოქტომბრის არჩევნების გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურები უკვე დაიწყო, თუმცა ბარიერგადალახული და პარლამენტს გარეთ მყოფი პარტიები კომისიაში ჩართვას გამორიცხავენ. ოპოზიციისთვის ხელისუფლებასთან შეთანხმების ხაზი მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე გადის, რასაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მიერ დაწუნებული საგამოძიებო კომისიის მხრიდან შესაბამისი დასკვნის დადების შემთხვევაში განიხილავს. ოპოზიციის უარის ფონზე გაურკვეველია, როგორი იქნება მომავალი კომისიის შემადგენლობა და როგორ გადანაწილდება ოპოზიციური პარტიებისთვის განკუთვნილი კვოტები. კომისიის მუშაობაში მონაწილეობისთვის საკუთარ პირობას აყენებს ალეკო ელისაშვილი.