ხელისუფლების შეთავაზება და ოპოზიციის გეგმები

დეპოლარიზაცია კონსტრუქციული დიალოგის შეთავაზებით და პასუხი აქციიდან. ევროკავშირის რეკომენდაციის პირველი პუნქტი ის პირობაა, რომლის შესრულებაზეც პასუხისმგებლობას მხოლოდ ხელისუფლება ვერ აიღებს, პარალელურად, აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა ხელისუფლების ცვლილება და ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს, ტექნიკური მთავრობა კი, მათი განმარტებით, ეროვნული თანხმობით უნდა ჩამოყალიბდეს, თუმცა, აქციის ტრიბუნის მიღმა დატოვებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ჯერ მხოლოდ იმაზე თანხმდება, რომ შინ ევროპისკენ გზა არა პოლარიზაციის დასრულებაზე, არამედ არჩეული ხელისუფლების გადადგომაზე გადის.

ფაქტია ისიც, რომ აქციის ორგანიზატორთა გეგმები ხელისუფლების ოპონენტების ნაწილის სურვილებს ემთხვევა. ოპოზიციაში არიან ისეთებიც, ვინც სრულად იზიარებს მოძრაობა „სირცხვილიას“ პათოსს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ პოლიტიკაში გამოუცდელ ახალგაზრდებს გამოცდილი პოლიტიკოსების დახმარება სჭირდებათ. საპარლამენტო ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც აქციებს არ უერთდება, ფიქრობს, რომ გუშინ გაჟღერებული ორივე მოთხოვნა არასერიოზულია, „გირჩი“ არც აქციის ორგანიზატორებს ენდობა და არც მათ წამოყენებულ პირობებს. ამაზე ოდნავ მოგვიანებით იაგო ხვიჩიასთან გავაგრძელებთ საუბარს.

მანამდე კი თამარ წიკლაური მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეაჯამებს.