ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა

გზავნილი ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის მიმართ.

მთავრობა პარლამენტს ახალ სამშვიდობო ინიციატივას უგზავნის. ეს არის  დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანების სოციალური პირობების გაუმჯობესებას და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი მოქალაქეების კონტაქტების გაძლიერებას ისახავს მიზნად. შეღავათები ეხება ვაჭრობას, განათლებას, უვიზო მიმოსვლას და ოკუპირებულ რეგიონებში წარმოებულ პროდუქციას. პოლიტიკოსები და დიპლომატები ინიციატივას ცალსახად დადებითად აფასებენ.

დაანონსებულ ცვლილებებს ნეგატიურად ხვდება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი.