ხელისუფლების პიარისთვის საბიუჯეტო დანახარჯები გაზრდილია - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევა

ხელისუფლების პიარისთვის საბიუჯეტო დანახარჯები გაზრდილია – ასეთია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის შედეგი. მონაცემების თანახმად, 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროები ლიდერობენ. კვლევის ფარგლებში, ორგანიზაციამ შესაბამისი ინფორმაცია 133 საჯარო უწყებიდან გამოითხოვა, თუმცა, 12-მა უწყებამ, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციამ, შემოსავლების სამსახურმა და იუსტიციის სახლმა მონაცემები არ გაასაჯაროვა.