ხელისუფლების პასუხი ევროკავშირის ელჩს

21:27, 05.11.2026

უკიდურესად მწვავე კრიტიკის ადრესატი ხდება საქართველოში ევროკავშირის ელჩიც.

გაფართოების ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პაველ ჰერჩინსკის ბრიფინგს და ნეგატიურ გზავნილებს, ოფიციალური თბილისის მძიმე რეაქცია მოჰყვა. ევროპელ დიპლომატს ტონი დაუწუნეს, დიპლომატიური ეტიკეტი შეახსენეს და ურჩიეს ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დაელაპარაკოს ისე, როგორც დიპლომატს შეეფერება. მმართველი გუნდის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოწვია,   ჰერჩინსკის განცხადების იმ ნაწილმა, რომლითაც ელჩმა ხელისუფლებას, ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ კონკრეტული ულტიმატუმი წაუყენა, სახელმწიფო ძალაუფლების მითვისებაში დაადანაშაულა და დიალოგის განახლების წინაპირობად, ანტიევროპული რიტორიკის შეწყვეტა დაასახელა. მძიმე შინაარსის გზავნილებზე, არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა საპასუხო განცხადებები. შიდა საქმეებში ჩარევა, ქართველ ხალხზე თავდასხმა, ანიტისახელისუფლებო აქციებში მონაწილეობა, ოპოზიციის მხარდაჭერა და ძალადობის წახალისება, ეს იმ პრეტენზიების მხოლოდ ნაწილია, რომელსაც ხელისუფლება პაველ ჰერჩინსკის უყენებს.

მსგავსი