ხელისუფლების გაფრთხილება დამხობის ინიციატორებს 

ერთი დღე არჩევნებამდე, დაანონსებული „მშვიდობიანი დამხობა“ და ხელისუფლების უმკაცრესი გაფრთხილება – რას გეგმავს მსოფლიო ბანი და ოპოზიციის ნაწილი ოთხ ოქტომბერს.

ოპონენტთა რევოლუციურ სურვილებს ამჯერად მთავრობის ხელმძღვანელი ეხმაურება. კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა – ოპონენტთა გეგმებში პრემიერი სწორედ ამ მიზანს ხედავს. ირაკლი კობახიძე დამხობის გეგმის ინიციატორებს ნებისმიერი ძალადობის შემთხვევაში უმკაცრეს კანონისმიერ რეაგირებაზე აფრთხილებს. საჯარო ძალადობრივი მოწოდებებისა და ოპერატიული ინფორმაციის გარდა, მმართველ გუნდს ოპონენტთა რადიკალურ მიზნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების განცხადებაც არწმუნებს. ორი გენერალი, რომელმაც ყოფილი სახელისუფლებო პარტია ცოტა ხნის წინ დატოვა, ნებისმიერ ძალადობას კატეგორიულად ემიჯნება. მიუხედავად მოწოდებებისა,  პაატა ბურჭულაძე მშვიდობიანი დამხობის საორგანიზაციო საკითხებით არის დაკავებული და ჯერ არ მომხდარი რევოლუციის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებების გამართულად მუშაობის პირობას დებს. 4 ოქტომბერს, ისევ სიურპრიზებს აანონსებს „ნაციონალური მოძრაობა“, რაზედაც მმართველი გუნდი სიურპრიზებითვე პასუხს გეგმავს.