ხუთი დღე არშემდგარი მშვიდობიანი დამხობიდან და უკვე 36 დაკავებული.
ბრალდებულთა წრეს კიდევ 13 ადამიანი შეემატა. მათგან ორს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, დანარჩენ 11 კი სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან. გამოძიება ამბობს, რომ დაკავებულებმა ორგანიზატორების მოწოდებების შემდეგ პრეზიდენტის სასახლის ღობე დააზიანეს და ეზოში შეიჭრნენ, სადაც სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანი ესროლეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საქმის მასალებში ნახსენებია მოლოტოვის კოქტეილი. დღესვე ახალი დეტალები ხდება ცნობილი კიდევ ერთ დაკავებულზე, სამოქალაქო აქტივისტ ნანა სანდერზე, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ედება ბრალი. ბრალდებულთა ნაწილი ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება.
4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებული ძალადობრივი მოვლენების სამართლებრივი გაგრძელება რეზი ხუციშვილის რეპორტაჟში.