ხელისუფლების დამხობის მცდელობა - სასამართლო პროცესი 

4 ოქტომბრის მოვლენების გამო დაკავებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

საორგანიზაციო კომიტეტის ხუთი წევრის გარდა დაკავებულია 18 ადამიანი. სასამართლო პროცესები დაიწყო – ოთხ ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეუფარდეს, დანარჩენების პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ყველა მათგანს სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ აცხადებენ და ძალადობრივი ქმედებების ჩადენას უარყოფენ. საპირისპიროზე მიუთითებს პროკურატურა, რომელიც ბრალს კონკრეტული მტკიცებულებებით ამყარებს. მათ შორისაა პირდაპირ ეთერში ნაჩვენები კადრები, ექსპერტიზის დასკვნები და დაზარალებული მოწმეების ჩვენებები. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გამორიცხავს სამოქალაქო აქტივისტი ნანა სანდერიც, რომელიც დღეს დააკავეს. ათონელის სასახლესთან შაბათს საღამოს განვითარებული პროცესების საპასუხოდ მკაცრი ზომების მიღებას და დასაკავებელ პირთა წრის გაზრდას აანონსებს ხელისუფლება.