ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების პერსპექტივა

უშედეგოდ დასრულებული დიალოგის მიუხედავად, პოლიტიკური სპექტრი მაინც მოლაპარაკების განახლების მოლოდინშია.

რიტორიკა არ იცვლება: წარუმატებელ შედეგზე „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას ოპონენტთა ნაწილს, ოპოზიცია კი ხელისუფლებას აკისრებს. შექმნილ ვითარებაში გამოიკვეთა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლობის შესაძლო გაზრდის კონტურები. „გირჩი“ მმართველ პარტიასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებისთვის ემზადება, მისაღები წინადადების მოსმენის შემთხვევაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას არ გამორიცხავენ „სტრატეგია აღმაშენებელშიც“. შეთანხმების გზა მხოლოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე გადის „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ ლიდერებისთვის. ევროკავშირის მედიაციის მიმდინარე დიალოგის ჩაშლაში სწორედ ამ სამ პარტიას ადანაშაულებს და მათ ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილად მოიხსენიებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

თეონა მანაგაძე არკვევდა, რატომ და ვის მიერ ჩაიშალა ერთკვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებები.