ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პერსპექტივა

ოპოზიციური პარტიები დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა, მათი ნაწილი კვლავ რიგგარეშე არჩევნებსა და რურუა-მელიას გათავისუფლებას ითხოვს. ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ ევროკავშირის ჩართულობის გარეშე, ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს.

მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზადყოფნას გამოთქვამენ ხელისუფლებაშიც, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციას შეთანხმების მიღწევა რეალურად არ სურს.