ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პერსპექტივა

როდის დაჯდება ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით გამართული შეხვედრიდან სამი დღეა გასული, თუმცა პოლიტიკური სპექტრი შარლ მიშელის მიერ დატოვებულ საკითხებზე მაინც ვერ თანხმდება. გარკვეულწილად პოზიციები გაიყო ოპოზიციაშიც. უთანხმოების თემა ამჯერად ვადამდელი არჩევნების საკითხზე პლებისციტი ხდება, რომელსაც ოპოზიციური ერთობის ნაწილი კომპრომისის სახით თანხმდება. თუმცა მიხეილ სააკაშვილი უარზეა. „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ მოთხოვნად ისევ ახალ არჩევნებს ტოვებს. მმართველი გუნდი ოპონენტებს ერთ პოზიციაზე ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს და მოლაპარაკებათა მაგიდასთან იწვევს. თუმცა ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე ოპოზიციური პარტიები დიალოგის დაწყების აზრს ვერ ხედავენ.