ხელისუფლება VS პატარკაციშვილი 2006-2008

მთავარი პროკურატურის დღევანდელმა განცხადებამ 11 წლის წინანდელი მოვლენები კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური.

თუ საგამოძიებო უწყების განცხადებას დავეყრდნობით, დღეს გასაჯაროებული ჩანაწერები 2007 წლის 4-5 თებერვალს არის დამზადებული. ამ დროს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს უკვე საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ ხელისუფლებასთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება ჰქონდა. საუბარია 2006 წლის მარტში ბიზნესასოციაციაში ბიზნესმენის ცნობილ გამოსვლაზე, სადაც მან პირველად თქვა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გაშუქების გამო ხელისუფლების მის მიმართ პრეტენზიები ჰქონდა. მაშინ პატარკაციშვილმა იმდროინდელი ბიზნესგარემოც გააკრიტიკა. ამ განცხადებიდან რამდენიმე თვეში ურთიერთობა ხელისუფლებასთან კიდევ უფრო გამწვავდა, რაც საბოლოოდ იმედის მფლობელის ოპოზიციაში წასვლით დასრულდა.

თამარ გოგესაშვილი გაგვახსენებს ცნობილი ბიზნესმენის და სააკაშვილის მთავრობის დაპირისპირების ქრონოლოგიას.