ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინში

თებერვლის ბოლო – ეს არის ბოლო ვადა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მისაღწევად. წინააღმდეგ შემთხევაში, მოლაპარაკების ფანჯარა დაიხურება. პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას ოპოზიციაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ისინი ხელისუფლების შეთავაზებას, მანდატების 100/50-ზე კონფიგურაციით გადანაწილებას, მიუღებლად მიიჩნევენ და მოლაპარაკებების, სავარაუდოდ, ბოლო რაუნდზე, რომელის თარიღიც ამ დრომდე უცნობია, კვლავ ე.წ გერმანული მოდელს მიემხრობიან.

პარალელურად, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ყველა სცენარისთვის მზად არიან და არსებული საარჩევნო სისტემის დატოვების შემთხვევაშიც აქვთ გეგმა, რითიც არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხებას შეძლებენ.

მხარეთა პოზიციები და განცხადებები თამარ წიკლაურის რეპორტაჟში.