ხელფასებისა და პენსიების მატება

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისა და საჯარო პირებისთვის ხელფასების მოცულობა იზრდება. 70 წლამდე ასაკის მოქალაქეები 260 ლარს, 70 წელს გადაცილებულები კი, 300 ლარს მიიღებენ. დაანონსდა საჯარო სექტორში ხელფასების 10%-ით მატებაც. ამასთან სიახლეა ისიც, რომ თბილისის და რეგიონების სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები გათანაბრდება. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერებისათვისაც.