ხელების დაბანის მსოფლიო დღე

დღეს ხელების დაბანის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნა კიდევ ერთხელ იძლევა საშუალებას, პანდემიის პირობებში ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება ხელების წყლითა და საპნით დაბანის მნიშვნელობაზე. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სხვადასხვა  საგანმანათლებლო  ღონისძიება აქვს დაგეგმილი. სწორედ ამ თემაზე შექმნა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, მოთხრობა „თომა და დიდი საიდუმლო,“ რომლის ილუსტრაციებიც მეხუთე კლასის მოსწავლეს, ნიკოლოზ ლოლაძეს ეკუთვნის.