ხელბურთის კემპის გახსნის ცერემონია

15:20, 26.07.2026

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და „ბარსელონას“ აკადემიის თანამშრომლობით, საქართველოში ისტორიაში პირველად, მასშტაბური ხელბურთის კემპი იმართება. ოფიციალური გახსნის ცერემონია თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. კემპში 50 გოგონა და 50 ვაჟი, – სულ 100 ახალგაზრდა ხელბურთელი მონაწილეობს. „ბარსელონას“ აკადემიის ოთხი მწვრთნელი ექვსი დღის განმავლობაში დამწყებ სპორტსმენებს ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ ვარჯიშებს ჩაუტარებენ. პარალელურ რეჟიმში კი – გადაამზადებენ ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს. კემპი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.

მსგავსი