ხელბურთელთა ნაკრების წევრებმა ტესტირება გაიარეს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრებმა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სისტემით ტესტირება გაიარეს – გუნდის წევრების მდგომარეობა საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის გუნდმა ხელბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით დაგეგმა და 2026 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ემსახურება. მიზანი კონტინენტის პირველობამდე ნაკრების წევრების მზადყოფნის მაქსიმალურად ობიექტური შეფასებაა, რაც მწვრთნელებს საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, მთავარი მწვრთნელის, ტიტე კალანდაძის ხელმძღვანელობით, ევრო2026-ის მატჩებს შვედეთის ქალაქ მალმოში 17, 19 და 21 დეკემბერს გამართავს და ხორვატიის, შვედეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდება.