ხეების უკანონო ჭრა თბილისში

დედაქალაქში ხეების უკანონო გაჩეხვის ფაქტებზე რეაგირებისთვის, თბილისის მერია შესაბამის უწყებებს მიმართავს.

როგორც ირკვევა, რეკრეაციულ სივრცეებში ხეების უკანონო მოჭრის ფაქტები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებულია. რამდენიმე შემთხვევა ქალაქის მუნიციპალიტეტმა გამოავლინა, სხვადასხვა სახეობის ფიჭვის გაჩეხვის შესახებ კი მერიას ინფორმაცია მოქალაქეებმა მიაწოდეს. იმის გათვალისწინებთ, რომ ჩადენილი ქმედებები სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ქალაქის მთავრობა ინფორმაციას სამართალდამცავ სტრუქტურებს მიაწვდის.