ხაზარაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩზე გაქირავებული ქონება – შეფასებები

12:05, 06.08.2025
შემოსავლების სამსახურმა სიცრუე უწოდა განცხადებას, თითქოს ხაზარაძეების ოჯახმა თავად აღმოაჩინა „ტექნიკური გაუგებრობა“ და საკუთარი ინიციატივით დაფარა ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის ოჯახმა უწყებას მას შემდეგ მიმართა, რაც მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულება საელჩოსა და ოჯახს შორის არ არსებობდა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საგამოძიებო პროცესი.
 
უწყებამ მოკვლევა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაიწყო, რომლის თანახმადაც გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა. თემას თავად ხაზარაძე გაუგებრობად აფასებს და აცხადებს, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით.

მსგავსი