ხაზარაძის დეკლარაციით ანტიკორუფციული ბიურო ინტერესდება

„ლელოს“ ლიდერის ქონებრივი დეკლარაციით ანტიკორუფციული ბიურო ინტერესდება.

მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახური გერმანიის ელჩსა და მამუკა ხაზარაძეს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებას სწავლობს. რაჟდენ კუპრაშვილის უწყება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქონებრივი დეკლარაციით ინტერესდება. ამ შემთხვევაში მოკვლევის საგანს წარმოადგენს რამდენად კეთილსინდისიერად არის შევსებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქონებრივი დეკლარაცია და ხომ არ იკვეთება პოლიტიკური კორუფციის რისკები. ანტიკორუფციულმა ბიურომ მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა რომ ხაზარაძეს ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული ყავლაშვილის 14 ნომერში არსებული საცხოვრებელი ფართი, რომელშიც ამჟამად გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ცხოვრობს. შემოსავლების სამსახურსა და ანტიკორუფციულ ბიუროში დაწყებულ მოკვლევას ხაზარაძის გუნდი, მათი ლიდერისა და გერმანიის ელჩის პოლიტიკურ დევნად აცხადებს. მმართველი გუნდი კი ელჩსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შორის სავარაუდო პოლიტიკურ გარიგებაზე მიანიშნებს.