თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
„არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისევე როგორც მის შექმნილ კომისიას“ – განაცხადა ხაზარაძემ. პროკურორის თქმით, ხაზარაძის მხრიდან არსებობს მიმალვის საფრთხე, ამიტომ აღკვეთის ღონისძიების სახის ორი ფორმიდან, პატიმრობისა და გირაოდან, მოთხოვნილ იქნა გირაოს შეფარდება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. საქმე ეხება ბრალს, რომელიც პროკურატურამ „ლელოს“ ლიდერს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო წარუდგინა. მამუკა ხაზარაძე დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაბარებული იყო 25 მარტს, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ ჩვენება მისცა და ის და მისი პარტნიორი ბადრი ჯაფარიძე, წინა ხელისუფლების დროს წილების იძულებით გადაფორმებაში დაადანაშაულა. რამდენი წუთის წინ მაგისტრი მოსამართლის წინაშე ბადრი ჯაფარიძეც გამოიკითხა.