„ლელოს“ ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე სასამართლოში არსებითი განხილვა იწყება. პროცესი 27 მაისს ჩაინიშნა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პროკურატურა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებას ედავება. ამავე მუხლით ბრალდებული ცალკეული პოლიტიკური ლიდერებისგან გასხვავებით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს მოსამართლის მიერ შეფარდებული 50-50 000-ლარიანი გირაო გადახდილი აქვთ. ოპოზიციური პარტიის ლიდერები საქმეს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ, პარლამენტის არალეგიტიმურობის არგუმენტით კი კომისიას არაკანონიერად და პოლიტიკური შურისძიების იარაღად აცხადებენ. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ხაზარაძე და ჯაფარიძე წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ერთ-ერთი ბიზნესმენის საქმეზე ჩვენებების მისაცემად დაიბარეს, თუმცა არცერთი მათგანი პარლამენტში არ მივიდა. ასე მოიქცა კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის რამდენიმემ არც გირაო გადაიხადა, რის გამოც ირაკლი ოქრუაშვილი უკვე დააკავეს.