ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

ჩაშლილი განხილვის შემდეგ პარლამენტი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მოსასმენად ისევ ემზადება.

ორშაბათს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში უნდა მივიდნენ. დეპუტატებთან შეხვედრამდე კი გახმაურებული საქმის მთავარი ფიგურანტები საკუთარი დაკითხვის ოქმების გამოქვეყნებას ითხოვენ. იმის მიუხედავად, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გრიფით საიდუმლო არ ადევს, პროკურატურა „თიბისის“ დამფუძნებლების მოთხოვნის დაკმაყოფილებას ამ ეტაპზე არ აპირებს.

11 წლის წინ განხორციელებული საბანკო ტრანზაქციის კანონიერების დადგენის გარდა საგამოძიებო უწყებას ასევე აინტერესებს, წლების განმავლობაში რატომ გასცემდა „თიბისი ბანკი“ მის მიერ არასანდოდ მიჩნეულ ორ კომპანიაზე სესხს.

სამართლებრივი დავის პარალელურად, „თიბისის საქმე“ პოლიტიკურ დღის წესრიგშიც რჩება.

 

 

დატოვე კომენტარი