ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე - საგამოძიებო კომისიამ პროკურატურას მიმართა
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეები პროკურატურას უკვე გადაეცა. „ლელოს“ ლიდერები პარლამენტში შპს „მაგნატის“ საქმესთან დაკავშირებით იყვნენ დაბარებულები, თუმცა, მათ სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. პროკურატურის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. პარტია „ლელო“ მიმდინარე პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებს. მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას თანხმდება.
შეგახსენებთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.