ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

ხელისუფლების მიმართ ,,თიბისი ბანკის” დამფუძნებლების რიტორიკა კიდევ უფრო მწვავდება. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდებების სამიზნე, ამჯერად, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ხდება. უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალდებული ბიზნესმენების მტკიცებით, უწყებამ ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს გაერთიანებულ სამეფოში მათი ანგარიშების დაყადაღება მოსთხოვა.

ბიზნესმენები ფაქტს მათ წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების მაგალითად ასახელებენ და დარწმუნებულები არიან, რომ ამ გზით ხელისუფლება „თიბისის“ დამფუძნებლების თანხების ბლოკირებას და მათ მიერ დაწყებული თუ დაანონსებული პროექტების ხელშეშლას ცდილობს. ამ კონტექსტში დღესაც ახსენეს პარტიის შექმნის გეგმა და ანაკლიის პროექტი. სწორედ ანაკლიის თემაზე, მამუკა ხაზარაძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ტელე-დებატებიც გამართვაც კი შესთავაზა. თუმცა ბიზნესმენების დღევანდელი საგანგებო განცხადება  სიცრუედ გამოაცხადა პროკურატურამ, რომელიც ბრიტანულ მხარესთან კომუნიკაციის საკითხზე საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს.