ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

12:17, 26.07.2019

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე, საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. მათ 17 მილიონამდე დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

მსგავსი