ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

17 მილიონამდე დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზება. საქმე, რომლითაც პროკურატურა 11 წლის შემდეგ დაინტერესდა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ბრალი დღეს წარედგინათ. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, უკანონოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას ედავებიან.

ბრალის ადრესატები მათ მიმართ ანგარიშსწორებაზე და ანაკლიის პორტის ინტერესებზე მიუთითებენ.

სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური დატვირთვა თუ პირადი დევნა.

ძიების პროცესი და პროცესების შეფასება „მოამბეში“.