ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, ავთანდილ წერეთლის ადვოკატის ინფორმაციით, გამოიკითხება ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, რომელიც შემოწმების პროცესში მონაწილეობდა.

ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, ფულის გათეთრებას ედავებიან, ხოლო ავთანდილ წერეთელს – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას.