ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

ხმაურიანი განცხადებების ფონზე ჩაიარა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მიმდინარე დღევანდელმა სასამართლო პროცესმა.

დავა ამჯერად მტკიცებულებების გარშემო მიმდინარეობს. უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალდებული ბიზნესმენები ითხოვენ, გახმაურებულ საქმეს არ დაერთოს უცხოელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ წინა კვირას გამოაქვეყნა. საგამოძიებო უწყების მიერ მოწვეული ექსპერტები რეზონანსულ საქმეზე პროკურატურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებში ფულის გათეთრების ნიშნებს ხედავენ. უთანხმოების მიზეზი გახდა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ წარდგენილი ის ჩვენებებიც, რომლებიც ჰოლანდიაშია მოპოვებული.

განხილვის დროს დარბაზში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.