ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე კომენტარს კვლავ არ აკეთებს.

ვალერიან ხასაშვილი დღეს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, სადაც მისი უწყების მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდნენ.

რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვები ხასაშვილმა უპასუხოდ დატოვა.

შეგახსენებთ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო „თიბისი ბანკის“ 2007-2008 წლების ტრანზაქციების შესწავლა.