ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე  

გიორგი გახარიას დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზეც მოუხდა განმარტების გაკეთება.

პრემიერობის კანდიდატმა ბიზნესმენების ადვოკატს ურჩია, რომ ცნობილ წერილზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხის პრეზენტაცია მისი პრემიერად კენჭისყრის დღეს დაამთხვიოს. ასე გამოეხმარა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბიზნესმენების უცხოელ ადვოკატს, რომელმაც უახლოეს პერიოდში ექპერტიზის პასუხის გასაჯაროება დააანონსა. საუბარია სავარაუდო მუქარისშემცველ წერილზე, რომელიც ხაზარიძე-ჯაფარიძის მტკიცებით გიორგი გახარიასგან საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიიღეს.

არ არის გამორიცხული, რომ ბიზნესმენების საქმემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გადაინაცვლოს. „თიბისის“ დამფუძნებლების უცხოელი უფლებადამცველები პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებენ და ფიქრობენ, რომ 11 წლის წინანდელი საბანკო ტრანზაქცია ფულის გათეთრების ბრალდებით, საქმის აღძვრისთვის საკმარისი არ არის.