ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ბრალდების საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ორ დეკემბერს გაგრძელდება.

დღევანდელი სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით გადაიდო. გიორგი არევაძის განცხადებით მას სხვა პროცესი ქონდა ჩანიშნული და ამ საქმის განხილვის შესახებ არ იცოდა. ორ დეკემბერს მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან და ყურადღებას გაამახვილებენ მათ არგუმენტებზე. ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოება პოლიტიკური ხასიათისაა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქმის პროკურორები ამბობენ, რომ საქმეზე საკმარისი მტკიცებულებაა და ბრალდებულების დანაშაული მტკიცდება.